„მდინარეებზე ნაპირის გამაგრებები ისეა გაკეთებული, რომ აცდენილია კალაპოტს და საერთოდ გაუგებარია რისთვის გააკეთეს. ზოგადად, ყოველი წყალდიდობის შემდეგ არის საფრთხე, რომ მოსახლეობას პრობლემა არსებულმა დამბებმა შეუქმნას, რადგან ბევრ ადგილას ისინი უკვე ჩამოშლილი და სრულიად უფუნქციო“, - ამის შესახებ „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ, განაცხადა.
ჩხობაძის თქმით, კონკრეტულ შემთხვევებში, მსხვერპლი არაა, მაგრამ ფაქტია, ეს პროცესი ასე უბრალოდ ვერ გაჩერდება და რაღაც ზომები აუცილებლადაა მისაღები.
„ხარაგაულის სოფლებში, როგორც ვიცი, პატარა მეწყერი იყო, თუმცა თანდათან ძალიან გაიზარდა და უკვე ორი სოფელია მოცული. მსხვერპლი რომ არ გვაქვს, ეს კარგია და მონიტორინგის სამსახურის დამსახურებაა - მათ მოასწრეს და ხალხი დროულად გააფრთხილეს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მსხვერპლი არაა, მაგრამ ფაქტია, ამ პროცესს ასე უბრალოდ ვერ გავაჩერებთ და რაღაც ზომები აუცილებლადაა მისაღები. პრობლემა იმდენად მრავალმხრივია, რომ დაზიანებები მხოლოდ და მხოლოდ ემატება. მით უმეტეს, წარმოიდგინეთ რამდენად სახიფათოა ნებისმიერი შემდეგი უამინდობა.
კონკრეტული ადგილებიდან, რომლებიც ყველაზე მაღალი სარისკო ზონებია, მოსახლეობა უნდა გაასახლონ. ასევე, რკინიგზის გავლენა დამატებითაა შესასწავლი, რადგან ორივე ერთვის ის სოფლებს და ყველა დეტალი კარგად უნდა ვიცოდეთ“, - განაცხადა ჩხობაძემ.