საქართველოში ახალი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა შეიქმნება. კომპანია Kairos Logistics-ი გაფართოებას განაგრძობს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Kairos Logistics-ის დამფუძნებელმა  მიხეილ ნამადოვმა  განუცხადა, კომპანია წელს 3 ახალ ლოგისტიკურ ცენტრს გახსნის, რომლებში, ჯამურად, 50 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

„წელს საკმაოდ აქტიური წელი გვექნება. ჩვენ შარშან უკვე დავიწყეთ რამდენიმე პროექტი. მათ შორის, თბილისში 2 ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა, დაახლოებით, 30 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის. ამასთან, ანალოგიური პროექტი მიმდინარეობს ფოთშიც, რომელსაც ასევე წელს ვამთავრებთ. ამ პროექტების განხორციელებაში გვერდში გვიდგას ჩვენი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტები - თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი. ასე რომ, ვაგრძელებთ ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარებას“, - აღნიშნა Kairos Logistics-ის დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტების მთავარ მიზანს, 2026 წელს მეტი ტრანზიტული ტვირთის მოზიდვა წარმოადგენს, რომლებიც შემდგომ შუა აზიასა და კავკასიის რეგიონში გადანაწილდება.

წყარო: „ბიზნესპარტნიორი“