ისნის რაიონის გამგეობამ თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია განახორციელა, -  ამის შესახებ თბილისის მერიიდან "კომერსანტს" აცნობეს. 

უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის  ფარგლებში, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და ბორდიური,  ასევე, დამონტაჟდა განათების ახალი სისტემა და ლედ სანათები. 12 500 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი.  მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით,  მოეწყო გრუნტის დამჭერი კედელი.  

პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 1 580 000 ლარით დაფინანსდა.