დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300 ოჯახს სახლს შეუსყიდის.
აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამა, 2014 წლიდან დაიწყო და ბოლო წლებში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. ამ პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფომ სახლი 13 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა, მათ შორის 2300 ოჯახი მიმდინარე წელს განსახლდა.
პროგრამის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება და დევნილი ოჯახების განსახლება მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს