თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთის რეაბილიტაციის ტენდერის გამარჯვებული შპს „დინ გრუპია“.
შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციით, 6.8 მლნ-იან ტენდერზე შეთავაზება მხოლოდ ერთმა კომპანიამ „დინ გრუპმა“ გააკეთა.
გამზირის რეაბილიტაციის 2 ტენდერიც - თ. ჭოველიძის ქუჩიდან მ/ს „რუსთაველი“-მდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია (4.3 მლნ ლარი) და მეტროსადგურ რუსთაველიდან ალ. ჭავჭავაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთის რეაბილიტაცია (8.4 მლნ ლარი) აღნიშნულმა კომპანიამ მოიგო.
კომპანიის წილის 75%-ს ნიკოლოზ ეპიტაშვილი ფლობს, 25%-ს ვახტანგ ამაშუკელი. კომპანიას ჯამში 71 მლნ დოლარამდე ტენდერები აქვს მოგებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ინფორმაციით, შპს „დინ გრუპის“ 25%-იანი წილის მფლობელმა ვახტანგ ამაშუკელმა მმართველ პარტიას 2024 წლის 2 სექტემბერს 60,000 ლარი შესწირა. მან 15,500 ლარი „ქართული ოცნებას“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც შესწირა. 2015-2024 წლებში შპს „დინ გრუპმა“ 94 მლნ ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღო, ხოლო 2017 წელს შპს „დინ გრუპმა“ სახელმწიფო პროგრამიდან („აწარმოე საქართველოში“) 45 თასი ლარი მიიღო.