სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია „ალიანს ჯგუფში“ ფიქრობენ, რომ აჭარაში ტურისტების ზრდისთვის მნიშვნელოვანია არსებულმა აეროპორტმა სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით ფრენები დაამატოს.
როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი აცხადებს, ფრენების სიხშირე მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ინტერესს როგორც ბათუმში დასვენებაზე, ისე უძრავი ქონების შეძენაზე.
"დიდი გამოწვევაა აეროპორტი, რომელიც TAV-ის ხელშია და საკმაოდ ძვირად ღირებული ტარიფები აქვს, ამის გამო ევროპის ბევრი მიმართულება არ არის ათვისებული. ეს პრობლემას უქმნის ბათუმს, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისმა ამას ნაწილობრივი პასუხი გასცა, ბათუმს მაინც სჭირდება ბევრად უფრო მძლავრი და მოქნილი აეროპორტი,“- განაცხადა კონფერენცია „გრემოზე“ თემო ბიწაძემ.
აეროპორტის გარდა მისი შეფასებით, ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს შორის არის არასაკმარისი საპარკინგე სივრცეები, საგზაო ინფრასტრუქტურა და არარსებული საზღვაო ტრანსპორტი.