ზიმბაბვეს დოლარი (ZWL) ერთ თვეში აშშ დოლართან მიმართებაში 40%-ზე მეტით გამყარდა. მას შემდეგ, რაც ვალუტა წელს 90%-ით დაეცა, აშშ დოლართან მიმართებაში თავისი ღირებულების თითქმის ნახევარი დაიბრუნა, ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ზიმბაბვეს დოლარმა ზრდის თვალსაზრისით აჯობა სიერა ლეონეს (13,3% მ/მ), ალბანურ ლეკს (+9,5%), ნორვეგიულ (+4,8%) და ისლანდიურ (+4,4%) კრონას.
ზიმბაბვეს დოლარი მიმოქცევაში 2019 წელს დაბრუნდა. ვინაიდან 2009 წელს მიმოქცევიდან ამოიღეს, რადგან მისი ღირებულებაც თითქმის ნულამდე დაეცა და მთელი 10 წელი მიმოქცევაში აღარ იყო.
გასულ წელს ზიმბაბვეში ინფლაცია 70%-ს აჭარბებს და საპროცენტო განაკვეთები 200%-მდე გაიზარდა, რაც მსოფლიოში ინფლაციის ყველაზე მაღალ დონე იყო. თებერვალში ზიმბაბვეს სარეზერვო ბანკმა წელიწადში განაკვეთი 150%-მდე შეამცირა.
მაისში, ბაზარზე აშშ დოლარის გაცვლითი კურსი 10 000 ზიმბაბვურ დოლარამდე გაიზარდა.
ივნისის დასაწყისში ზიმბაბვეს ხელისუფლებამ შეამსუბუქა კონტროლი ეროვნული ვალუტის კურსზე აშშ დოლართან მიმართებაში, ასევე ცვლილებები შეიტანა საგადასახადო სისტემაში. შედეგად, სამომხმარებლო ბაზარზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. ივნისში ქვეყანაში ინფლაცია 175,8%-მდე დაჩქარდა მაისის 86,5%-თან შედარებით.
თუმცა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ზიმბაბვეს დოლარი აშშ დოლართან მიმართებაში 41,8%-ით გაიზარდა.
თავდაპირველად, ბანკებმა ზარალი გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილების გამო განიცადეს, მაგრამ ახლა ისინი უფრო ძლიერი შიდა ვალუტის ახალ რეალობასთან ადაპტირდნენ, განაცხადა ზიმბაბვეს ბანკირების ასოციაციის პრეზიდენტმა ლოურენს ნიასემამ. მისი თქმით, ასოციაცია მიიჩნევს, რომ აშშ დოლარის რეალური ღირებულება დაახლოებით 5 ათასი ზიმბაბვური დოლარია.