სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტით, მომავალი წლის ნაერთი ბიუჯეტი 27,8 მლრდ ლარს შეადგენს. 2024 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 24.1 მილიარდ ლარს მიაღწევს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 24.1 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც 2023 წელთან შედარებით 2.26 მილიარდი ლარით მეტი იქნება. გაზრდილ ხარჯებს მთავრობა 18.3 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფით დააფინანსებს, რაც წლევანდელთან შედარებით 2.03 მილიარდი ლარით მეტია. ამასთან დაგეგმილია 3.5 მილიარდის ახალი ვალების აღება, საიდანაც 1.99 მილიარდი ლარი საგარეო ვალებზე მოდის.
სამინისტროების და უწყებების დაფინანსება ასე გადანაწილდება:
- ჯანდაცვის სამინისტრო - 7.73 მილიარდი ლარი, ზრდა 877 მლნ;
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 3.35 მილიარდი ლარი, ზრდა 20 მლნ;
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2.34 მილიარდი ლარი, ზრდა 309 მლნ;
- თავდაცვის სამინისტრო - 1.37 მილიარდი ლარი, ზრდა 110 მლნ;
- შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1.21 მილიარდი ლარი, ზრდა 104 მლნ;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 685 მილიონი ლარი, კლება -13 მლნ;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 646 მილიონი ლარი, ზრდა 88 მლნ;
- კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 460 მილიონი ლარი, ზრდა 29 მლნ;
- იუსტიციის სამინისტრო - 400 მილიონი ლარი, ზრდა 8 მლნ;
- საგარეო საქმეთა სამინისტრო - 187 მილიონი ლარი, ზრდა 2 მლნ.
2024 წელს 5,2%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდაა დაგეგმილი, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ს შეადგენს. პროექტის თანახმადვე, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 8 600 დოლარს აჭარბებს.
ყველაზე ძვირად ღირებული პროგრამა მომდევნო წლის ბიუჯეტში ხანდაზმულთა საპენსიო უზრუნველყოფაა, რაზეც 3.9 მილიარდი ლარი დაიხარჯება. საბაზისო პენსია 315 ლარით, 70 წელს ზემოთ პირთა პენსია კი 415 ლარით განისაზღვრება. რიგით მეორე ყველაზე ძვირადღირებული პროგრამა სოციალურად დაუცველთა უზრუნველყოფა იქნება, რაზეც 1.5 მილიარდი ლარი დაიხარჯება.