საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2023 წლის პირველი კვარტალი 588 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს, რაც წლიურად 42%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში არსებული 15 კომერციული ბანკიდან 13 მოგებაზეა.
ყველაზე დიდი წმინდა მოგების მქონე ბანკების TOP-5 კი ასე გამოიყურება
- საქართველოს ბანკი - 280 მლნ ლარი;
- თიბისი ბანკი - 210.2 მლნ ლარი;
- ლიბერთი ბანკი - 19.4 მლნ ლარი;
- კრედო ბანკი - 15.17 მლნ ლარი;
- ბაზის ბანკი - 11.7 მლნ ლარი;