გადახდის კომპანია Visa-ს კრიპტოვალუტის ხელმძღვანელმა ჩიპ შეფილდმა, გამოაქვეყნა ამბიციური გეგმა კრიპტო პროდუქტებისთვის, რომელთა შექმნასაც Visa-ს დეველოპერები უახლოეს მომავალში გეგმავენ.

„გადახდების გიგანტი მასობრივად ხელმისაწვდომ ბლოკჩეინის ქსელებს მიიღებს,“- განაცხადა შეფილდმა და წაახალისა დაინტერესებული პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება კომპანიას.

Visa-ს ოფიციალურ ვებსაიტზე ნათქვამია, რომ კომპანია მომავალი თაობის პროდუქტებს ქმნის, რათა ყველას გაუადვილოს ციფრული და მობილური ვაჭრობა.

გადახდის გიგანტის წარმომადგენლებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ შექმნან ახალი კრიპტოვალუტის პროდუქტები, რომლებიც მოიზიდავენ მეტ ახალ მომხმარებელს და განავითარებენ ციფრული აქტივების სფეროს. თელ-ავივში StarkWare Sessions 2023 კონფერენციაზე შეფილდმა განაცხადა, რომ კომპანია ამოწმებს ეთერიუმზე USDC stablecoin-ში ანგარიშსწორების ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას.