ნებისმიერი ციფრული ვალუტა წარმოადგენს დეცენტრალიზებულ სისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიზიკური ვალუტისგან განსხვავებით, მას არ არეგულირებს რომელიმე ფინანსური ინსტიტუტი თუ მთავრობა. შესაბამისად, ბიტკოინის მუშაობის პრინციპები და მახასიათებლები არა დადგენილი კანონის მიხედვით რეგულირდება, არამედ უშუალოდ ვაჭრობის ეტაპზე შექმნილი რთული მათემატიკური პროცესების შედეგად.
ბიტკოინი, ისევე როგორც სხვა ციფრული ვალუტები, შეიძლება გახდეს თქვენი ანონიმურობის გარანტი. ბევრი პლატფორმა გთავაზობთ დაცულ და ანონიმურ ტრანზაქციებს, რაც შეუძლებელი იყო ფიზიკური ვალუტით ვაჭრობის შემთხვევაში. ანონიმურობას სპეციალურად დაცული სერვერები უზრუნელყოფენ, ყოველი ტრანზაქციის მომენტში. რაც შეეხება ბიტკოინის გამოყენებას, ის შეიძლება გამოიყენოთ როგორც ჩვეულებრივი ვალუტა, იქნება ეს ფინანსური ტრანზაქციები, გადაცვლა თუ სხვა. გადაცვლაში არ იგულისხმება მხოლოდ ბიტკოინის გადაცვლა სხვა ციფრულ ვალუტაში, არამედ ფიზიკურ ვალუტაშიც, იქნება ეს აშშ დოლარი, ლარი თუ სხვა.
მთავარი განსხვავება, რაც ბიტკოინს ახასიათებს ჩვეულებრივი ვალუტისგან განსხვავებით არის უფრო ხშირი მერყეობა. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რომ ეს გამოწვეული არ არის მისი დეცენტრალიზებული სტრუქტურით. ჩვეულებრივი ვალუტის შემთხვევაში, საფასო ცვლილებას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა თუ საზოგადოება. ბიტკოინის შემთხვევაშიც მსგავსად ბევრი ფაქტორი მოქმედებს, თუმცა ეს არ ითვალიწინებს სამთავრობო და მსგავსი სახის გავლენებს.
ბიტკოინის ფასი დღეში რამდენჯერმე იცვლება.
როგორც წესი, ბიტკოინს მცირე მოვაჭრეები მაშინ ყიდულობენ, როცა ბაზარზე ფასი ეცემა.
საყოველთაოდ ცნობილ ადეპტორებიდან და კრიპტო-ბირჟებიდან დაწყებული, ინსტიტუციური მოთამაშეებითა და საიდუმლო ვერცხლებამდე (whales), ბიტკოინის დისტრიბუცია გვიყვება საოცარ ისტორიას სიმდიდრის, ძალაუფლებისა და სამყაროში ყველაზე ღირებული ციფრული აქტივის რწმენის შესახებ.
ზოგი მოთამაშე საჯარო, გამჭვირვალე სუბიექტია, სხვები კი ანონიმურობასა და ბლოკჩეინის მისამართებს ირჩევენ. თუმცა ყველა მათგანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიტკოინის დღევანდელი მდგომარეობისა და, შესაძლოა, მისი მომავლის ფორმირებაში.
2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ბიტკოინი 87 000 ამერიკული დოლარიდან 90 000 დოლარამდე ივაჭრებოდა , წლის რეკორდული ნიშნული კი $126 000 იყო, ოქტომბრის თვეში.
ამჟამად ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაცია დაახლოებით $1.7 ტრილიონია. ფასის ზრდა წლის განმავლობაში მკვეთრი იყო: მარტში დაეცა $78 000-მდე, ხოლო მეორე და მესამე კვარტალებში მკვეთრად გაიზარდა.
ამჟამად მიმოქცევაში 19.9 მილიონის ბიტკოინია, (მაქსიმუმი 21 მილიონი), ხოლო ბაზრის კაპიტალიზაცია დაახლოებით $1.74 ტრილიონს შეადგენს.
"კომერსანტი" გთავაზობთ ყველაზე დიდი მფლობელების სიას, როგორც კომერციულ, ისე ინდივიდუალურ და სახელმწიფო დონეზე.
-
სატოში ნაკამოტო(ბიტკოინის საიდუმლო დამფუძნებელი): 1.1 მილიონი BTC (უმოქმედო, 22 000 ვალეტში)
-
ვინკლევოსის ტყუპები:70 000 BTC
-
ტიმ დრაპერი: 29 656 BTC
-
მაიკლ სეილორი: 17 732 BTC
-
ჩანგპენგ ჟაო (CZ): 1 300 BTC
კორპორაციები:
-
MicroStrategy: 671 268 BTC
-
MARA: 53 250 BTC
-
XXI: 43 514 BTC
-
Metaplanet: 30 823 BTC
-
Bitcoin Standard Treasury: 30 021 BTC
სახელმწიფოები:
-
აშშ: 328 372 BTC
-
ჩინეთი: 190 000 BTC
-
დიდი ბრიტანეთი: 61 245 BTC
-
უკრაინა: 46 351 BTC
-
ელ სალვადორი: 7 514 BTC