2023 წლის 9 თვის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 483 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შემოსავლიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა „ტერა ბანკს“ და „ხალიკ ბანკს“ აქვს.

საკურსო სხვაობიდან მიღებული წმინდა შემოსულობა/ზარალის მიხედვით, ბანკების 2023 წლის მეორე კვარტალის მონაცემები ასეთია:

საქართველოს ბანკი – 243.7 მლნ ლარი (2022 წლის 9 თვეში 249.2 მლნ ლარი).

თიბისი ბანკი – 202.2 მლნ ლარი (2022 წლის 9 თვეში 270.8 მლნ ლარი).

ლიბერთი ბანკი – არ არის მითითებული.

პროკრედიტ ბანკი – 10.1 მლნ ლარი (2022 წლის 9 თვეში 12.8 მლნ ლარი).

ბაზისბანკი — 4.7 მლნ ლარი (2022 წლის 9 თვეში 6.9 ლარი).

კრედო ბანკი — 2.4 მლნ ლარი (2022 წლის 9 თვეში 9.5 მლნ ლარი)

ხალიკ ბანკი — 6.1 მლნ ლარი (2022 წლის 9 თვეში 2 მლნ ლარი).

იშ ბანკი — 2.8 მლნ ლარი (2022 წლის 9 თვეში არ არის მითითებული).

პაშა ბანკი — 7 მლნ ლარი (2022 წლის 9 თვეში 5.7 მლნ ლარი).

სილქ ბანკი — 449 ათასი ლარი (2022 წლის 9 თვეში ზარალი 191 ათასი ლარი).

ტერა ბანკი — 707 ათასი ლარი  (2022 წლის 9 თვეში ზარალი 14 მლნ ლარი).

ვითიბი ბანკი — 0 ლარი (2022 წლის 9 თვეში ზარალი 26.7 მლნ ლარი).

ზირაათ ბანკი — 1.3 ლარი (2022 წლის 9 თვეში 1.8 მლნ ლარი).

ქართუ ბანკი —  4.3 მლნ ლარი (2022 წლის 9 თვეში ზარალი 5.4 მლნ ლარი).

პეისერა - ზარალი 11 421 ლარი.

2023 წლის მესამე კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.