ბარათებით გადახდების მაჩვენებელი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება. 2023 წლის აპრილში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 70 მლნ-ზე მეტი ოპერაცია, თანხობრივად 6 მილიარდ ლარამდე, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში 198 მლნ-მდე ოპერაცია განხორციელდა, რომელმაც 16 მლრდ ლარი შეადგინა.

ქვეყნის გარეთ ქართული ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობამ მიმდინარე წლის აპრილში 589 მლნ ლარი შეადგინა, ოთხ თვეში კი თითქმის 2.4 მლრდ ლარი, რაც 2022 წლის მაჩვენებელს (1.25 მლრდ ლარი) თითქმის 92%-ით აღემატება.

რაც შეეხება ტრანზაქციების რაოდენობას, მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის გარეთ ქართული ბარათებით განხორციელდა 5 მლრდ ტრანზაქციაზე მეტი, პირველ კვარტალში კი 23 მლრდ ოპერაცია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 2023 წლის აპრილში 568 ათასი შეადგინა, ხოლო სადებეტო ბარათებს რაც შეეხება, მიმოქცევაში 7,533 მლნ ერთეულია.