ბარათებით გადახდების მაჩვენებელი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება. 2023 წლის მარტში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 76.2 მლნ-ზე მეტი ოპერაცია, თანხობრივად 6.3 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში 198 მლნ-მდე ოპერაცია განხორციელდა, რომელმაც 16 მლრდ ლარი შეადგინა.
ქვეყნის გარეთ ქართული ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობამ მიმდინარე წლის მარტში 646 მლნ ლარი შეადგინა, სამ თვეში კი თითქმის 1.8 მლრდ ლარი, რაც 2022 წლის მაჩვენებელს (887 მლნ ლარი) თითქმის 102%-ით აღემატება.
რაც შეეხება ტრანზაქციების რაოდენობას, მიმდინარე წლის მარტში ქვეყნის გარეთ ქართული ბარათებით განხორციელდა 6.5 მლრდ ტრანზაქცია, პირველ კვარტალში კი 17.9 მლრდ ოპერაცია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 2023 წლის მარტში 569,572 შეადგინა, ხოლო სადებეტო ბარათებს რაც შეეხება, მიმოქცევაში 7,473,387 ერთეულია.