სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, უბილეთო მგზავრობის გამო დაწესებული ჯარიმებიდან და საურავებიდან 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ბიუჯეტში 2 130 299.48 ლარი შევიდა.

2023 წლის 6 თვის მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით თითქმის 3-ჯერ მეტია. გასული წლის იგივე პერიოდში 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ბიუჯეტში 732 659.96 ლარი შევიდა.