2023 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 201.4 მლნ აშშ დოლარი (531.0 მლნ ლარი) შეადგინა - სტატისტიკას, საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ცენტრალური ბანკის ცნობით, მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი.

 2023 წლის პირველ კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 67.1 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -13.3 პროცენტიდან -3.2 პროცენტამდე შემცირდა.

რაც შეეხება, მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 25.2 პროცენტით გაიზარდა და 1.3 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 24.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 24.6 პროცენტით გაიზარდა.