თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ჭავჭავაძის გამზირი N49-ის მიმდებარედ არსებულ 267 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივ-საქმიან ზონას (სსზ-2), ელექტრონულ აუქციონზე 1 154 775 ლარად ყიდის.

აუქციონი 14 ივლისს გაიმართება. ვაჭრობის ბიჯი 17 322 ლარია, ხოლო საგარანტიო თანხა 230 955 ლარი. 

აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე თბილისში, ჭავჭავაძის 49-ში მდებარე სპორტის უნივერსიტეტის შენობა 11 მილიონ ლარად შპს „ვი არ ვაკე თაუერსმა“ იყიდა. კომპანიის მფლობელი VR holding-ის დამფუძნებელი ნოშრევან ნამორაძეა. უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა 18,019 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე არის განთავსებული. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიის შემძენმა ადგილზე არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.