სოლიდარობის ფონდი თანხებით ივსება. მუსიკოსების უპრეცედენტო ერთობის შედეგად უკვე შეგროვებულია ათობით ათასი ლარი, რომელიც სისხლიანი ნოემბრის დროს დაზარალებულებს და უკანონო პატიმრების ოჯახებს მოხმარდება.

ლელა წურწუმიამ ერთი კონცერტიდან მიღებული ჰონორარი სრულად საქველმოქმედო ფონდი გადარიცხა. დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ ფონდში თანხა გადარიცხა მუსიკოსმა ალექსანდრე კორძაიამაც. სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად ყოველწუთიერად სულ უფრო მეტი ბიზნესი და ხელოვანი ერთიანდება.

"ეს არ არის ერთჯერადი დახმარება. იცით თქვენ, რომ ბენეფიციარები გვყავს ყოველთვე, ეს არის ოჯახის წევრები, ისევე, როგორც პატიმრები და შესაბამისად, ყველა ლარს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ლელა წურწუმიას ინიციატივა, რომ კონცერტი ჩაეტარებინა და მისი პირადი ჰონორარი ფონდში ჩაერიცხა პატიმრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს თანხა მათ ჩაერიცხებათ შობას. ისევე, როგორც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანის დახმარება, „ვეგან ჯორიასიც“ იმიტომ, რომ რა მნიშვნელობა აქვს, მცირეა დახმარება თუ სოლიდური, როდესაც მათი ნებაა ასე გამოხატული, ჩვენგან მადლიერებას იმსახურებს. ნანუკას ფონდს არ შეუწყვეტია ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება სხვა ადამიანებისთვის, ამას, უბრალოდ, ჩვენ არ ვტირაჟირებთ. მხოლოდ პატიმრებზე არ არის კონცეტრირებული ფონდი, მაგრამ ამ ადამიანების დანიშნულება ჩარიცხული თანხისთვის არის პატიმრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის და ასეც დაიხარჯება", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

აქციის დაკავებული მონაწილეების დასახმარებლად სპეციალური ფონდი შეიქმნა.

წყარო: tv pirveli