შვეიცარიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა Julius Baer-მა რუს და ბელარუს კლიენტებს გაუგზავნა შეტყობინება, რომ მათი საინვესტიციო ანგარიშები იზოლირებული იქნება სხვა აქტივებისგან და ამ საინვესტიციო ანგარიშებზე ოპერაციები გაიყინება.
Forbes-ის ცნობით, რუსებისა და ბელარუსების ანგარიშების გაყინვა საერთაშორისო დეპოზიტარის Euroclear-ის მოთხოვნებითაა განპირობებული, რაც სანქციების კანონმდებლობის შესაბამისად ხდება.
Euroclear-ის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვა დროებით შეჩერებულია და ახალი ფასიანი ქაღალდების შეძენა შეუძლებელია. აქციებისა და ობლიგაციების რეალიზაციიდან მიღებული ფულადი სახსრები, კუპონები და დივიდენდების გადახდები ცალკეულ ანგარიშებზე შეინახება. წერილში ნათქვამია, რომ ანგარიშებზე წვდომა შეზღუდულია და კლიენტებს არ შეუძლიათ მათი განკარგვა.
რუსებისა და ბელარუსის მოქალაქეების აქტივების იზოლირების მოთხოვნა არ ვრცელდება მათზე, ვისაც აქვს ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური ზონის ან შვეიცარიის მოქალაქეობა. ბანკი ასევე არ განასხვავებს ანგარიშებს, თუ კლიენტს აქვს მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვა ევროკავშირში, EEA-ში ან შვეიცარიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთისა და ბელორუსის ნებისმიერ მოქალაქე, ისევე როგორც ამ ქვეყნების ნებისმიერ კომპანია, დაექვემდებარება შეზღუდვებს.