შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელებისთვის დამატებით 200 სამკერდე კამერას ყიდულობს. უწყება კამერებსა და მათ ლიცენზიებში, ტენდერის გარეშე, სულ 548 200 ლარს გადაიხდის.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორთა გაზრდილი პირადი შემადგენლობის აღჭურვისა და დაზიანებული კამერების ჩასანაცვლებლად, გვესაჭიროება კომპანია AXON-ის წარმოებული BODY 2 მოდელის ოფიცრის სამკერდე კამერების დამატებითი რაოდენობის შეძენა," - წერს საპატრულო პოლიცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომლისგანაც გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს.
კამერების შეძენას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ამჯერადაც შპს "ენ ჯი თი ჯგუფისგან" გეგმავს. დეპარტამენტი წერს, რომ კომპანიამ წარმოადგინა "AXON-ის მიერ გაცემული წერილი, სადაც მწარმოებელი ადასტურებს, რომ შპს "ენ ჯი თი ჯგუფი" არის საქართველოში AXON-ის პროდუქციის ერთადერთი ავტორიზებული დისტრიბუტორი".
2022 წლის აპრილიდან დღემდე, აღნიშნული 200 კამერის ჩათვლის, შსს-ს პოლიციელებისთვის შესყიდული ექნება 1 230 სამკერდე კამერა. ამ კამერებსა და მათ ლიცენზიებში კი გადახდილი იქნება ჯამში 2 992 140 ლარი.
ცნობისთვის, პოლიციელებისთვის, ბოლოს, 300 სამკერდე კამერა, შსს-მ 2026 წლის იანვარში იყიდა.