2023 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 384.9 მლნ აშშ დოლარი (975.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 23.9%-ით (120.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გზავნილების კლება პირველ რიგში რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების შემცირებას უკავშირდება. მაისში რუსეთიდან სულ 155 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 51%-ით ნაკლებია. მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც წინა თვეში 44 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, საიდანაც გზავნილები წლიურად 20%-ით არის მომატებული. მესამე ადგილს 38 მილიონის გზავნილებით ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს.
ფულადი გზავნილების სისტემებს შორის #1 ადგილზეა რუსული Unistream.
სრული რეიტინგი ასე ნაწილდება:
Unistream - 88.9 მილიონი დოლარი;
Zolotaya Korona - 62.8 მილიონი დოლარი;
RIA - 62.2 მილიონი დოლარი;
Money Gram - 45.7 მილიონი დოლარი;
Western Union - 42.7 მილიონი დოლარი;
Contact - 38.3 მილიონი დოლარი;
Intel Express - 33 მილიონი დოლარი;
Rico Gram - 11.2 მილიონი დოლარი.