2023 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, პირველ ადგილზეა ნიდერლანდები - 239.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.2 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია - 63.2 მლნ. აშშ დოლარით (12.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ - 54.7 მლნ. აშშ დოლარით (11.0 პროცენტი).

ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.1 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს“.

5 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის ჩამონათვალი 2023 წლის 1-ლი კვარტალის მონაცემით, ასე გამოიყურება:

  • ნიდერლანდები - 239.6 მლნ აშშ დოლარი;
  • იაპონია - 63.2 მლნ აშშ დოლარი;
  • აშშ - 54.7 მლნ აშშ დოლარი;
  • თურქეთი - 47 მლნ აშშ დოლარი;
  • რუსეთი - 28.2 მლნ აშშ დოლარი.

2023 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 226.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი - 90.7 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 43.3 მლნ. აშშ დოლარით (8.7 პროცენტი).

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის I კვარტალში 496.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა