საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების სწრაფი, იაფი და მოსახერხებელი მეთოდი ინერგება, რომელიც მეწარმეებს ხარჯების ოპტიმიზაციასა და შემოსავლების გაზრდაში დაეხმარება. ამისთვის მხოლოდ მობილური ტელეფონი დაგჭირდებათ, ნათქვამია USAID/Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვეყანაში ციფრული გადახდის გამოცდილების ჩამოყალიბებისა და ზოგადად ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, USAID/Georgia თანამშრომლობს Mastercard-თან და Fintech Association of Georgia-თან, რომლის ფარგლებში ახორციელებს ახალი ინიციატივის Tap on Phone წარდგენას საქართველოს მასშტაბით.
გასულ კვირას, ბათუმში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რომლებიც გაეცნენ აპლიკაციის სპეციფიკას და იმას თუ როგორ დაეხმარება მათ POS ტერმინალების ალტერნატივა, განახორციელონ უნაღდო ტრანზაქციები უფრო შეღავათიანი და ეფექტიანი გზით.