საქართველოში თითქმის ყოველი მე-5 ადამიანი ღარიბია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, 2024 წლის ივნისის მონაცემებით, საარსებო შემწობის მიმღები, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 672 909-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 18.2 პროცენტს შეადგენს. ამავე პერიოდისთვის მოსახლეობის რაოდენობა 3 694 608-ს შეადგენს.

672 909 სოციალურად დაუცველიდან 450 032 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 222 877 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ.

საქართველოში სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა 2022 წლის მეორე ნახევრიდან მოქმედებს.

2024 წლის იანვარში მინიმალური საარსებო შემწობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 647 479-ს შეადგენდა, ანუ, შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წლის დასაწყისიდან დღემდე 25.4 ათასით არის გაზრდილი.