საქართველოს კაპიტალის ევროობლიგაციებით (GEOCAP) ვაჭრობა დაიხურა ფასით 99.45 (+0.52% წინა კვირასთან შედარებით), 7.06%-იანი შემოსავლიანობით. საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) ივაჭრებოდა 86.75 ფასად (+0.14% წინა კვირასთან შედარებით), 7.27%-იანი შემოსავლიანობით.
Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) დაიხურა ფასით 90.53 (+0.24% წინა კვირასთან შედარებით), 6.60%-იანი შემოსავლიანობით.
