საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 5.005 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში სავალუტო რეზერვების ზომა 130 მილიონი დოლარით შემცირდა. პირველი ივნისისთვის სავალუტო რეზერვების ზომა წლიურად 29%-ით არის გაზრდილი.
ეროვნული ბანკი რეზერვების შევსების ახორციელებს და ამისთვის Bmatch-ის პლატფორმას იყენებს. 2023 წლის პირველ ოთხ თვეში სებ-მა $540 მილიონი შეისყიდა, მარტში ინტერვენციები რეკორდული იყო და $220 მილიონს შეადგენდა. მაისში კი ტრანზაქციებმა მკვეთრად იკლო.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს. სავალუტო რეზერვების მოცულობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორია, რადგანაც მას ეკონომიკური კრიზისების პირობებში სახელმწიფო ვალუტის მასტაბილურებლის როლის შესრულება შეუძლია.
საქართველოს სავალუტო რეზერვები შემცირდა
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე
1792867414
1792844863