საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2025 წელს არცერთი გარიგება არ დადებულა.

2024 წელს გარიგებების რაოდენობა მხოლოდ 42-ს, ვაჭრობის მოცულობა კი 357,000 ლარს შეადგენდა.

საქართველოს საფონდო ბირჟის აქტივობა წლების მიხედვით ასეთი იყო:

2023 წელს - 29 გარიგება; ვაჭრობის მოცულობა 162 430 ლარი.

2022 წელს - 19 გარიგება; ვაჭრობის მოცულობა 13 619 ლარი.

2021 წელს - 14 გარიგება; ვაჭრობის მოცულობა 104 078 ლარი.

2020 წელს - 48 გარიგება; ვაჭრობის მოცულობა 46 135 ლარი.

საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 28 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 917 მილიონ დოლარს შეადგენს.