საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, დოლარებში 8.98 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 420 მილიონი დოლარით მეტია. ლარებში საგარეო ვალი წლიურად 1.67 მილიარდი ლარით გაიზარდა და ის ₾24.19 მილიარდს შეადგენს.

საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილზე აზიის განვითარების ბანკის კრედიტია, რომლებიც ქვეყანამ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის აიღო. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომლის კრედიტებიც ასევე ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. მესამე ადგილზეა ევროპის საინვესტიციო ბანკი.

ვისი ვალი აქვს საქართველოს - სტატისტიკა:

ფინანსური ინსტიტუტი/ქვეყანა ვალის მოცულობა მლნ დოლარი
აზიის განვითარების ბანკი (ADB) $2,360
მსოფლიო ბანკი $2,170
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) $1,140
საფრანგეთი $813
გერმანია $610
ევრობონდი $500
ეროვნული ბანკის ვალი სავალუტო ფონდის მიმართ $383
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) $224
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) $218
მთავრობის ვალი სავალუტო ფონდის მიმართ $198
ევროკავშირი (EU) $147
იაპონია $131
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) $37
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) $16
ავსტრია $12
ქუვეითი $11
რუსეთი $7.9
ამერიკის შეერთებული შტატები $7.8
თურქეთი $2.2
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) $1.9
ყაზახეთი $1.3
აზერბაიჯანი $1.2
სომხეთი $1.0
ირანი $0.8