Black Friday მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო დღეა. ამ პერიოდში თითქმის 50%-ით იზრდება მაღაზიებში ვიზიტის მაჩვენებელი, მომხმარებელთა 58% კი აღნიშნავს, რომ ამ დღეს პროდუქებს ისეთ ობიექტში ყიდულობს, სადაც აქამდე არასდროს შეუძენია. შესაბამისად, ეს დღე მნიშვნელოვანია ბიზნესებისთვის როგორც გაყიდვების ზრდის, ისე ახალი მომხმარებლების მოზიდვისთვის. ამ სტატიაში მაიკო ფცქიალაძე, საქართველოს ბანკის ციფრული არხების პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი ლოიალურობის პროგრამიდან გვიამბობს, თუ რატომ უნდა მოემზადონ ბიზნესები Black Friday-ისთვის.
შემოსავლის ზრდა და ახალი მომხმარებლების მოზდივა
“ბიზნესები წლიური შემოსავლის დიდი ნაწილს სწორედ ერთ კონკრეტულ დღეს, შავ პარასკევს აგენერირებენ. სწორედ ამ დღეს ტანსაცმლის, ტექნიკისა და კოსმეტიკის კატეგორიებში ფიქსირდება ყველაზე მეტი გადახდა. ამიტომ, ვფიქრობ, კომპანიები აქტიურად უნდა მოემზადონ Black Friday-ისთვის და ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ მეტი ცნობადობის მოსაპოვებლად და გაყიდვების გასაზრდელად“, - ამბობს მაიკო ფცქიალაძე.
ამ შესაძლებლობას კი საქართველოს ბანკი ბიზნესებს ციფრული პლატფორმით - Ads მენეჯერით აძლევს. მისი დახმარებით ბიზნესს შეუძლია ნებისმიერ დროს, რამდენიმე წამში სასურველი აქცია დაგეგმოს და საკუთარ მომხმარებელს სხვადასხვა ბენეფიტი შესთავაზოს. ამისთვის კი ბიზნესს არ სჭირდება ბანკში მისვლა, ან რთული მარკეტინგული ხელსაწყოების გამოყენება.
„ყველაფერი მარტივი და ინტუიციურია. პლატფორმა ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებლად შექმნას და წარუდგინოს შეთავაზება მომხმარებელს, გაეცნოს დეტალურ ანალიტიკურ ინფორმაციას და მიიღოს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ამ პლატფორმაზე ყველაფერია იმისათვის, რომ ბიზნესი ეფექტიანად მართო, ახალი მომხმარებლები შეიძინო და არსებულ მომხმარებლებში ლოიალობის განცდა განამტკიცო“, - ამბობს მაიკო.
Ads მენჯერით ბიზნესები ქმნიან ფასდაკლების, PLUS ან MR ქულების დაგროვებისა და ქეშბექის შეთავაზებებს, რაც მომხმარებელს საქართველოს ბანკის მობილბანკში, შეთავაზებებში, sCoolApp-ის და Offers.bog.ge-ის - პლატფორმებზე უჩანს. ამ პლატფორმებს კი 1 500 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს.
სპეციალური შეთავაზება Black Friday-ისთვის
ამჟამად, Black Friday-ის ფარგლებში, ბიზნესებს Ads მენეჯერით სპეციალური შეთავაზების შექმნა შეუძლიათ. თუ 22 ნოემბრამდე ბიზნესი შეთავაზებას Ads მენეჯერით შექმნის, შესაძლებლობა ექნება, 25 ნოემბრიდან - 1 დეკემბრამდე პერიოდში საკუთარ მომხმარებელს ყოველ გადახდაზე 50 ჯერ მეტი PLUS ქულა დააგროვებინოს.
აღნიშნული შეთავაზებისას ბიზნესის დანახარჯი ნულოვანია, რადგან 50-ჯერ მეტ PLUS ქულას, რომელიც მომხმარებელმა უნდა მიიღოს, American Express-ი და საქართველოს ბანკი დააფინანსებენ. საგულისხმოა, რომ თითოეული მომხმარებელი თითო ტრანზაქციაზე მაქსიმუმ 10 000 PLUS ქულის მიღებას შეძლებს.
ლოიალურობის პროგრამა საქართველოს ბანკისგან
„ისეთი მასშაბური ლოიალურობის პროგრამა, როგორიც არის PLUS, ბიზნესებს ძალიან ბევრ შესაძლებლობას აძლევს. მათ შეუძლიათ, PLUS პროგრამა საკუთარი მიზნების მიღწევის ინსტრუმენტად გამოიყენონ. ბიზნესებს შეუძლიათ მოიზიდონ ახალი მომხმარებლები მეტი PLUS ქულის დაგროვების შეთავაზებით, გაზარდონ არსებული მომხმარებლების ვიზიტების სიხშირე ან საშუალო გადახდების მაჩვენებელი. PLUS პროგრამის მნიშვნელობა კარგად გამოჩნდა მის დაბადების დღეზე, რომელიც, დაინტერესებისა და ჩართულობის თვალსაზრისით, არ ჩამოუვარდებოდა შავ პარასკევს. მომხმარებლები ძალიან აქტიურად აგროვებენ და ცვლიან PLUS ქულებს, შესაბამისად, ამჯერადაც, Black Friday-ის პერიოდში, Ads მენეჯერით შეთავაზებების შექმნით, ბიზნესებს კონკურენტული უპირატესობის მოპოვება შეუძლიათ“, - აღნიშნავს მაიკო.
ამგვარად, თუ ჯერ არ გამოგიყენებიათ Ads მენეჯერი, ან გსურთ უფრო მეტი ინფორმაციო მიიღოთ მის შესახებ, დეტალური ვიდეო-ინსტრუქცია ნახეთ აქ და შექმენით შეთავაზება თქვენი მომხმარებლებისთვის.