Vinous-ის პირველ რეიტინგში, 2024 წლის ღვინოდ დასახელდა Cabernet Sauvignon Estate 2021 ამერიკული მეღვინეობის Philip Togni Vineyard-ისგან. ამის შესახებ გამოცემის ვებგვერდზეა ნათქვამი.
Vinous–ის ცნობით, საუკეთესო ღვინო გამოცემის კომისიამ 35 ათას სხვა ღვინოს შორის დაადგინა, რომლებიც წლის განმავლობაში გასინჯეს. შედეგად, საიტის დამფუძნებლის, ღვინის კრიტიკოს ანტონიო გალონის თქმით, Napa Valley Cabernet Sauvignon-ში გაერთიანდა „შესანიშნავი მოსავალი, განსაკუთრებული ხარისხი და მემკვიდრეობა, ასევე ფასი და ხელმისაწვდომობა“.
Philip Togni Vineyard-ის დამფუძნებელი ფილიპ ტოგნი წარმოშობით ინგლისელია. ღვინის კარიერა მან ბორდოში დაიწყო, სადაც ენოლოგის დიპლომი მიიღო. ის ნაპას ხეობაში 1959 წელს ჩავიდა. მეღვინე მონაწილეობდა Chappellet ღვინის ქარხნის დაარსებაში, სადაც მან შექმნა თავისი პირველი ღვინოები. 1975 წელს მეუღლესთან ერთად დააარსა საკუთარი ღვინის ქარხანა, 1981 წელს კი ვენახი გააშენა. ტოგნიმ გამოუშვა თავისი პირველი კაბერნე სოვინიონი 1983 წელს.
გამოცემა Vinous-მა თავისი პირველი რეიტინგი – 2024 წლის 100 საუკეთესო ღვინო, პირველად მიმდინარე თვეში წარადგინა.
გამოცემა Vinous-მა 2024 წლის 100 საუკეთესო ღვინის თავისი პირველი რეიტინგი პირველად ნოემბერში გამოაქვეყნა.