საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია. ლევან ყულიჯანიშვილი, რომელიც საოპერაციო მიმართულებით საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს, თანამდებობას 12 მაისს დატოვებს. მის ძირითად მოვალეობებს დროებით, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი შეასრულებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ლევანს ბანკში მრავალწლიანი, თავდადებული საქმიანობისთვის“— აცხადებს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.

„ლევანს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ბანკის საქმიანობაში და მენეჯმენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს სახელით ვუსურვებ წარმატებებს მის მომავალ საქმიანობაში. მე დროებით მეთვალყურეობას გავუწევ CEO-ს ფუნქციებს, სანამ არ შეირჩევა ახალი COO  . შემდგომში ჩვენ ფოკუსირებას გავაკეთებთ ბანკის back-office-ის ოპერაციების განახლებასა და შემდგომ ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად გაციფრულებაზე“— ნათქვამია საქართველოს ბანკის ჯგუფის განცხადებაში.