„საქართველოს ბანკის ჯგუფი“ დივიდენდების გადახდას გეგმავს.

Bank of Georgia Group PLC-ის (BOGG) აქციონერები 19 მაისის წლიურ კრებაზე ნახევარწლიური დივიდენდების გაცემას დაამტკიცებენ. ბანკის დირექტორთა საბჭო აქციონერებს დასამტკიცებლად სთავაზობს 2022 ფინანსური წლისთვის საბოლოო დივიდენდის სახით თითო აქციაზე 5.80 ლარის გაცემას, გადახდა მოხდება ფუნტ სტერლინგში.

დღევანდელი მონაცემებით, „საქართველოს ბანკის ჯგუფს“ 45,428,046 აქცია აქვს გამოშვებული. 

პირველი კვარტალის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის 16 თებერვალს საბჭომ გამოაცხადა აქციების ყიდვისა და გაუქმების პროგრამის გაზრდა 148 მილიონ ლარამდე. აქციების გამოსყიდვის კამპანიაზეც აღნიშნავს, რაც გასული  წლის ივნისში დაიწყო და 16 /02-ში დაკორექტირებული ვერსიით, სულ, 148 მლნ ლარის აქციებია გამოსასყიდი (148 მლნ-ით მცირდება კაპიტალი)

უკვე გამოსყიდულია  2,684,436  ერთეული და  აქედან  2,501,936 გაუქმებული, ჯგუფის სააქციო კაპიტალის 5.1%. როგორც არჩილ გაჩეჩილაძე აღნიშნავს. 2022 წლის 30 ივნისს, ჯგუფმა შეიძინა 2,684,436 აქცია, საიდანაც 2,501,936 აქცია უკვე გაუქმებულია 2023 წლის 11 მაისის მდგომარეობით.