საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებისთვის საჭირო სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბიზნეს ინტერნეტბანკის შემდეგ, საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც კომპანიებს თანამშრომლებისთვის უფლებების მართვის პროცესს მნიშვნელოვნად უმარტივებს.

ამიერიდან კი ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ, პირდაპირ მობილბანკში დაამატონ თანამშრომლები და განუსაზღვრონ თითოეულ მათგანს კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული როლები და წვდომა.

წინასწარ განსაზღვრული როლებია:

  • დათვალიერება − თანამშრომელი მხოლოდ ეცნობა ანგარიშების მდგომარეობას.
  • შექმნა − ქმნის გადარიცხვას, რომელსაც სჭირდება დადასტურება.
  • ყველა უფლება − ადასტურებს სხვის მიერ შექმნილ გადარიცხვას.
  • ყველა უფლება და გუნდის მართვა − აქვს წვდომა ყველა ძირითად ფუნქციაზე, მათ შორის, შეუძლია ახალი თანამშრომლის მოწვევა.

სხვა სასურველი როლების დამატება კი ბიზნეს ინტერენეტბანკშია შესაძლებელი.

„საქართველოს ბანკისთვის პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერა და მათთვის საქმიანობის გამარტივება უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის ფინანსური ოპერაციების მოქნილად მართვა. ბიზნეს მობილბანკში თანამშრომელთა უფლებების მართვის ფუნქციონალი სწორედ ამ საჭიროებების საპასუხოდ დავნერგეთ. ეს სიახლე ბიზნესს საშუალებას აძლევს, ახლა უკვე ნებისმიერი ადგილიდან, მარტივად და სწრაფად განსაზღვროს თითოეული თანამშრომლის როლები და დაზოგოს ადმინისტრაციულ პროცესებზე საჭირო დრო და რესურსი“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, ახალი ფუნქციონალით სარგებლობისთვის, საჭიროა ბიზნეს მობილბანკის აპლიკაციის განახლება.

განახლებული ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბიზნეს მობილბანკს