კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტით საქართველოს ბანკი თიბისი ბანკს სჯობნის.
2023 წლის პირველი კვარტალის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ბანკის პირველადი ძირითადი კაპიტალი 3 819 677 641 ლარამდე გაიზარდა, თიბისის კი 3 667 478 945 ლარამდე შემცირდა. საქართველოს ბანკის მთლიანი აქტივები 13 509 832 88 ლარს შეადგენს, თიბისის აქტივები - 13 854 775 814 ლარს.
კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტით საქართველოს ბანკი (28,95%) თიბისი ბანკს (22.72%) სჯობნის და პირველ ადგილს იკავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკის ინვესტორი 100 ლარის კაპიტალზე 28.95 ლარის მოგებას იღებს, თიბისის - 22.72 ლარს.
მსხვილკაპიტალიანი ბანკების რეიტინგში მე-3 პოზიციაზე ლიბერთია. მას მოყვება გერმანული საბანკო ჯგუფის წევრი „პროკრედიტ ბანკი“ და „ტერა ბანკი“.
2022 წლის მონაცემებით, ბანკების ხუთეული ROE-ს მიხედვით ასეთია:
საქართველოს ბანკი - 28.95%
თიბისი ბანკი - 22.72%
ლიბერთი ბანკი - 22.15%
პროკრედიტ ბანკი - 17.68%
ტერა ბანკი - 15.11%
ბანკებისთვის და განსაკუთრებით სისტემური ბანკებისთვის, როგორც ROE, ასევე ROA არაადეკვატურად მაღალია. მაგალითად, 2019 წელს საქართველოს ბანკის კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტი 24.71%-ს შეადგენდა, რომელიც 2020 წელს 3.42%-მდე შემცირდა, აქტივებზე უკუგების კოეფიციენტი კი 2.59%-დან 0.31%-მდე. თიბისის შემთხვევაშიც თუ 2019 წელს კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტი 20%-ს შეადგენდა, 2020 წელს 6.08%-მდე შემცირდა, აქტივებზე უკუგების კოეფიციენტი კი შესაბამისად 2%-დან 0.63%-მდე.
2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, TOP5 ბანკის ROA და ROE ასეთია:
საქართველოს ბანკი - ROE 37.63%, ROA 3.99%;
თიბისი ბანკი - ROE 36.12%, ROA 4.21%;
ბაზისბანკი - ROE 16.4%, ROA 2.5%;
ვითიბი ბანკი ჯორჯია - ROE 16,34%, ROA 1.80%;
ლიბერთი ბანკი - ROE 14.26%, ROA 1.57%.
წმინდა მოგების, შემოსავლის თუ დაკრედიტების გარდა, ბანკების მომგებიანობას ეს ორი კოეფიციენტიც განსაზღვრავს და ადგენს, თუ რამდენს გამოიმუშავებს ორგანიზაცია მის ხელთ არსებულ ყოველ ლარზე.