საქართველო, დაბალი, 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით, ევროპის 35 ქვეყანას შორის 30-ე ადგილს იკავებს. შესაბამისად საქართველოზე დაბალი განაკვეთი მხოლოდ ევროპის 5 ქვეყანაში მოქმედებს. ინფორმაციას ამერიკული ანალიტიკური ცენტრი Tax Foundation-მა აქვეყნებს.
Tax Foundation-ის ინფორმაციით, ბევრ ქვეყანაში მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები უფრო მეტი პროცენტით იბეგრებიან, შესაბამისად კვლევაში პროგრესული სისტემის მქონე ქვეყნებისთვის ანალიზში მოყვანილია მაქსიმალური განაკვეთები.
მაღალია საშემოსავლო განაკვეთი OECD-ს წევრ ევროპულ ქვეყნებს შორის და ის საშუალოდ 42.8%-ს შეადგენს. ყველაზე მაღალი განაკვეთი არის: დანიაში (55,9%), საფრანგეთსა (55,4%) და ავსტრიაში (55%).
დაბალია განაკვეთები OECD-ის არაწევრ ქვეყნებში. კერძოდ ბულგარეთსა და რუმინეთში (10%).