მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საპროცენტო შემოსავლები 2023 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა. ბაზრის ორი მთავარი მოთამაშის მთლიანმა საპროცენტო შემოსავალმა ჯამში 98.3 მლნ ლარს გადააჭარბა.
„რიკო ექსპრესის“ საპროცენტო შემოსავლებმა 48 883 731 ლარი შეადგინა, ხოლო მისი კონკურენტის „კრისტალის“ - 49 658 162 ლარი.
რაც შეეხება სხვა ფინანსურ მაჩვენებლებს ასე გამოიყურება:
„რიკო ექსპრესი“ : წმინდა მოგება - 24.7 მლნ ლარი; მთლიანი აქტივები - 586 მლნ ლარი.
„კრისტალი“ : წმინდა მოგება - 2.1 მლნ ლარი; მთლიანი აქტივები - 467 მლნ ლარი.