თბილისში, მარუაშვილის ქუჩაზე, 472 კვ/მ მიწის ნაკვეთი მთავრობამ საპატრიარქოს 1 ლარად გადასცა, - ამის შესახებ ირკვევა  მთავრობის  განკარგულებიდან, რომელიც 31 ივლისით თარიღდება.

ნაკვეთი თბილისში, მარუაშვილის ქუჩა  № 50-ში მდებარეობს.

როგორც განკარგულებაში წერია, საპატრიარქოსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა.

განკარგულებაში ახსნილი არაა, რა მიზნობრიობით გადაეცა საპატრიარქოს ეს ქონება.