შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2026 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.06%-ით გაიზარდა.
კერძოდ, მიმდინარე წლის 9 თვეში სამართალდამცველებმა სამოხელეო დანაშაულის 249 ფაქტი აღრიცხეს (გასული წლის ამავე პერიოდში — 204). აქედან გახსნილია მხოლოდ 62 საქმე, რაც გახსნის 24.9%-იან მაჩვენებელს შეადგენს.
ოფიციალური სტატისტიკით, განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღებისა და ზეგავლენით ვაჭრობის მიმართულებით.
2026 წლის 9 თვის სტატისტიკური სურათი ასეთია:
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება: 106 ფაქტი (ზრდა: 4.95%)
ქრთამის აღება: 41 ფაქტი (ზრდა: 215.38%)
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება: 39 შემთხვევა (ზრდა: 44.44%)
ზეგავლენით ვაჭრობა: 5 შემთხვევა (ზრდა: 500%)
ქრთამის მიცემა: 2 ფაქტი (კლება: 71.43%).