მარ­თა­ლია, ნო­ემ­ბე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში თბი­ლი ამინ­დე­ბით და­ი­წყო, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ამინ­დის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბით გაგ­რძელ­დე­ბა. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში რო­გორც და­სავ­ლეთ, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა საგ­რძნობ­ლად და­იკ­ლებს, მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა, მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში კი თოვ­ლი. სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზით, ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი კვი­რის ბო­ლომ­დე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, შემ­დეგ კი შე­და­რე­ბით გა­მო­ი­და­რებს.

რო­გო­რი იქ­ნე­ბა ნო­ემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი, რო­დის უნდა ვე­ლო­დოთ პირ­ველ ყინ­ვებს და რო­გო­რი ზამ­თრის­თვის უნდა მო­ვემ­ზა­დოთ - ამ სა­კი­თხებ­ზე გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს კლი­მა­ტუ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ხა­თუ­ნა ქო­ქო­სა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ხა­თუ­ნა, ნო­ემ­ბე­რი უჩ­ვე­უ­ლოდ თბი­ლია თუ უბ­რა­ლოდ ასე გვეჩ­ვე­ნე­ბა?

- ნო­ემ­ბე­რი ჯერ ახლა და­ი­წყო, თუმ­ცა დღეს უკვე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში წვიმს. სა­ღა­მოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში ნა­ლე­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ზო­გან - ძლი­ე­რიც. არამ­დგრა­დი, წვი­მი­ა­ნი ამინ­დი კვი­რის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

ტემ­პე­რა­ტუ­რაც მკვეთ­რად და­იკ­ლებს - და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 14-15 გრა­დუ­სამ­დე, ხოლო მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში თოვ­ლი იქ­ნე­ბა.

- აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­დის გა­უ­ა­რეს­დე­ბა ამინ­დი?

- ხვა­ლი­დან ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც გად­მო­ი­ნაც­ვლებს. აქაც დაბ­ლობ­ში წვი­მა იქ­ნე­ბა, მთი­ან და მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში კი თოვ­ლია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ტემ­პე­რა­ტუ­რა აქაც მკვეთ­რად და­იკ­ლებს, და­ახ­ლო­ე­ბით 14-15 გრა­დუ­სამ­დე იქ­ნე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლისს, რო­დის იგ­რძნობს დე­და­ქა­ლა­ქი ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბას?

- დე­და­ქა­ლაქ­შიც ხვა­ლი­დან ამინ­დი გა­უ­ა­რეს­დე­ბა. ქა­რიც იქ­ნე­ბა, შემ­დეგ ნა­ლე­ქის ინ­ტენ­სი­ვო­ბა შე­და­რე­ბით შე­სუს­ტდე­ბა, ზო­გან გა­მო­ი­და­რებს, თუმ­ცა კვი­რის ბო­ლომ­დე აქაც ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. საკ­მა­ოდ და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 14-15 გრა­დუ­სამ­დე და­იკ­ლებს.

- დღეს შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ თბი­ლი ამინ­დე­ბის ბოლო დღეა?

- დღის ბო­ლოს ტემ­პე­რა­ტუ­რა დე­და­ქა­ლაქ­შიც და­იკ­ლებს.

- რო­დის უნდა ვე­ლო­დოთ ნო­ემ­ბრის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სუსხს? თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ხომ არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ყინ­ვე­ბი თბი­ლის­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში?

- ნო­ემ­ბრის თვე­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბა­რის­თვის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ახ­ლო­ე­ბით 8 გრა­დუ­სია, თუმ­ცა ცალ­კე­ულ პე­რი­ო­დებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა 18-19 გრა­დუ­სამ­დე. ასე­თი ძა­ლი­ან თბი­ლი პე­რი­ო­დე­ბი და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი ნო­ემ­ბრის და­სა­წყი­სის­თვი­საც იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი და ნო­ემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­შიც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

თუმ­ცა ხვა­ლი­დან ტემ­პე­რა­ტუ­რა და­იკ­ლებს. ყინ­ვა, რა თქმა უნდა, ამ ეტაპ­ზე არ ჩანს, მაგ­რამ საკ­მა­ოდ გრი­ლი ამინ­დე­ბი იწყე­ბა და ეს მდგო­მა­რე­ო­ბა კვი­რის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

- ნო­ემ­ბრის სა­ერ­თო პროგ­ნო­ზი რო­გო­რია - ნორ­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი გვექ­ნე­ბა, თუმ­ცა ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი?

- დიახ, ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა, ნა­ლე­ქე­ბი კი ნორ­მა­ზე მეტი რა­ო­დე­ნო­ბით არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

- ეს ნიშ­ნავს, რომ წელს თოვ­ლი­ა­ნი ზამ­თა­რი გვექ­ნე­ბა?

- დიახ, თოვ­ლი­ა­ნი ზამ­თა­რი იქ­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მთი­ან და მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში.

- თბი­ლის­შიც უნდა ვე­ლო­დოთ თოვლს? გან­სა­კუთ­რე­ბით აინ­ტე­რე­სებთ ახა­ლი წლის დღე­ე­ბი, იქ­ნე­ბა თუ არა თოვ­ლი დე­და­ქა­ლაქ­ში?

- დიახ, თუმ­ცა ახა­ლი წლის დღე­ე­ბის­თვის პროგ­ნოზ­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ ძა­ლი­ან ად­რეა. ახლა ამ სე­ზო­ნის პროგ­ნოზ­ზე მუ­შა­ო­ბას ვი­წყებთ და ამ ეტაპ­ზე ჯერ სა­ბო­ლოო სუ­რა­თი არ გვაქვს.

- ბოლო პე­რი­ოდ­ში გახ­შირ­და სა­უ­ბა­რი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ექ­სტრე­მა­ლურ ამინ­დებ­ზე. რამ­დე­ნად მო­სა­ლოდ­ნე­ლია წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რი ცვა­ლე­ბა­დო­ბა?

- კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ზე საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხულ­ზე. ჩვენ თუ წლე­ვან­დელ ზა­ფხულს გა­ვიხ­სე­ნებთ, გარ­კვე­ულ­წი­ლად ესეც შე­იძ­ლე­ბა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას და­ვუ­კავ­ში­როთ.

მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ევ­რო­პა­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა იყო, ხან­გრძლი­ვი სი­ცხის ტალ­ღე­ბიც და­ფიქ­სირ­და. ჩვენ­თან კი, პი­რი­ქით, საკ­მა­ოდ ხში­რად იყო ჩრდი­ლო­ე­თი­დან წა­მო­სუ­ლი შე­და­რე­ბით გრი­ლი ჰა­ე­რის მა­სე­ბი.

მა­შინ, როცა ვფიქ­რობ­დით, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მა­ზე მა­ღა­ლი იქ­ნე­ბო­და, ჩრდი­ლო­ე­თით, კავ­კა­სი­ო­ნის ჩრდი­ლო­ე­თით და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო მა­ღა­ლი წნე­ვის არე­ა­ლი და გრი­ლი ჰა­ე­რის მა­სე­ბი.

ეს არ აძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას ცხე­ლი ჰა­ე­რის მა­სებს, უფრო აღ­მო­სავ­ლე­თით, ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის­კენ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო. სწო­რედ ამი­ტომ გვქონ­და ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­და­რე­ბით გრი­ლი ამინ­დი და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ისე ვერ ვრცელ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში.

- და­სას­რულს, ხვა­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში აცი­ვე­ბას ვე­ლო­დე­ბით?

- დიახ, ხვა­ლი­დან, სა­ღა­მო­დან უკვე ტემ­პე­რა­ტუ­რის საკ­მა­ოდ მკვეთრ კლე­ბას ვე­ლო­დე­ბით.

წყარო: ambebi.ge