პარლამენტმა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა, რომელიც პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
კაკაურიძემ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, საგადასახადო შემოსავლების, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების (ასიგნებების) წლიური გეგმების შესრულების მაჩვენებლების, აგრეთვე, არაფინანსური და ფინანსური აქტივების, ვალდებულებების ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
მისი განცხადებით, 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების გეგმა შესრულებულია. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებამ 100.1%, ხოლო გადასახადების შესრულებამ 99.9% შეადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, 2022 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10.1% შეადგინა და ნომინალური მშპ-ს მოცულობა 71.8 მლრდ. ლარს გაუტოლდა. მისივე განცხადებით, 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 19.2 მლრდ ლარით განისაზღვრა, საანგარიშო პერიოდში კი სულ მობილიზებულია საპროგნოზო მაჩვენებლის 100. 8%.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებამ 100.1%, ხოლო გადასახადების შესრულებამ 99.9% შეადგინა
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე
ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში - ევროპული საბჭო