სადაზღვევო კომპანიების ფინანსური შედეგების თანახმად, დაზღვეულ საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ (კორპუსის დაზღვევა) 97 ერთეული შეადგინა, რაც 35-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

კომპანიებმა 2022 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით სულ 7 589 565 ლარის პრემიები მოიზიდეს, რაც 2021 წლის შედეგზე დაახლოებით 1.2-ჯერ (2021 წელს 9 046 107 ლარი იყო) ნაკლებია.

საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (კორპუსის დაზღვევა) რაოდენობის და მოზიდული პრემიის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:

სს ბბ დაზღვევა — 66; მოზიდული პრემია 6 მლნ ლარი;

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი - 12; მოზიდული პრემია  მინუს 2.5 მლნ ლარი;

სს სადაზღვევო კომპანია უნისონი- 9; მოზიდული პრემია  2.9 მლნ ლარი; 

სს სადაზღვევო კომპანია ალფა - 2; მოზიდული პრემია 37 750 ლარი;

სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი  3; მოზიდული პრემია 233 312 ლარი;

სს დაზღვევის კომპანია ქართუ - 2; მოზიდული პრემია 641 806 ლარი;

სს სადაზღვევო კომპანია არდი  1; მოზიდული პრემია  98 504 ლარი.

სს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია - 1; მოზიდული პრემია 102 816 ლარი;

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია  1, მოზიდული პრემია 59 674 ლარი.

2022 წლის განმავლობაში მხოლოდ ორმა სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაურა საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა (კორპუსის დაზღვევა) ზარალი, რამაც 4 855 968 ლარი შეადგინა. ანალოგიურ პერიოდში, საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის ბაზარზე „ქართუ დაზღვევას“ 4 631 374 ლარის, ხოლო „არდი დაზღვევას“ 224 594 ლარის ზარალი აქვს ანაზღაურებული.