ფულადი გადარიცხვები გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აპრილში, საქართველოდან უცხოეთში 30,438 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 6,9%-ით მეტია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის აპრილში გადარიცხვებმა 28,478 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება საქართველოში გადმორიცხვებს, 2024 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 24,8%-ით შემცირდა და 278,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2023 წლის აპრილში - 370,340 მლნ აშშ დოლარი იყო.

2024 წლის აპრილში საქართველოდან ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემდეგ 10 ქვეყანაში განხორციელდა:

თურქეთი - 6,281 მლნ აშშ დოლარი

რუსეთის ფედერაცია - 3,561 მლნ აშშ დოლარი

აზერბაიჯანი - 3,501 მლნ აშშ დოლარი

უკრაინა - 2,302 მლნ აშშ დოლარი

საბერძნეთი - 1,642 მლნ აშშ დოლარი

უზბეკეთი - 1,366 მლნ აშშ დოლარი

აშშ - 1,362 მლნ აშშ დოლარი

ყაზახეთი - 1,304 მლნ აშშ დოლარი

იტალია -1,012 მლნ აშშ დოლარი

სომხეთი - 1 მლნ აშშ დოლარი

წყარო: bpn.ge

https://www.bpn.ge/article/124642-sad-iricxeba-sakartvelodan-puli-top-10-kveqana