2023 წლის აპრილში, საბანკო სექტორის სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 5.86 მლრდ ლარით გაიზარდა (თვიურად 257.2 მლნ ლარით შემცირდა) და 43.2 მლრდ ლარი შეადგინა. სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 15.7%-ით გაიზარდა, ძირითადად უცხოურ ვალუტის დეპოზიტების მატების გავლენით.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აპრილში წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტის სადეპოზიტო ვალდებულებები 824.4 მლნ ლარით (4.1%-ით) გაიზარდა და 21.0 მლრდ ლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა, ძირითადად სამთავრობო სექტორის დეპოზიტების მატებამ გამოიწვია. რაც შეეხება უცხოური ვალუტის დეპოზიტებს, წინა თვესთან შედარებით, 201.5 მლნ დოლარით შემცირდა, რაც ძირითადად იურიდიული პირების დეპოზიტების კლებას უკავშირდება. აპრილში, სამთავრობო სექტორის დეპოზიტები 482.7 მლნ ლარით გაიზარდა.

„მიმდინარე წლის აპრილში დეპოზიტების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები (მთავრობის გარეშე) წინა თვესთან შედარებით 0.4 პპ-ით შემცირდა და 6.1% შეადგინა. ეროვნული ვალუტით დენომინირებულ დეპო- ზიტებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.3 პპ-ით 8.4%-მდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი პრაქტიკულად არ შეცვლილა და 0.9%-ს შეადგენს. რეზიდენტების ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები უცვლელია. კერძოდ, ლარის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით შემცირდა და 12.1% შეადგინა. ევროს დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით, 0.1 პპ-ით, 1.0%-მდე გაიზარდა. ხოლო, აშშ ვადიანი დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი 1.1%-ის დონეზეა.

უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია, 2023 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 1.6 პპ-ით შემცირდა და 51.4%-ს შეადგენს. აპრილის ბოლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით 1.2-1.0 პპ-ით შემცირდა და შესაბამისად 37.4% და 67.0% შეადგინა. კლებად ტენდენციას განაგრძობს ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაციაც. კერძოდ, აპრილში ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით 2.4 პპ-ით 61.9%-მდე შემცირდა“, - აღნიშნულია სებ-ის მიმოხილვაში.