რუსულმა ბანკმა „ტოჩკამ“ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო საბანკო ოპერაციების წარმოება ქართულ ეროვნულ ვალუტაში. როგორც რუსული მედია წერს, ამან უნდა გაამარტივოს რუსი მეწარმეების ურთიერთობა საქართველოდან კონტრაქტორებთან.
მანამდე „ტოჩკას“ კლიენტებს მხოლოდ რამდენიმე ქართულ ბანკში შეეძლოთ დოლარის, ევროს და რუბლის გაგზავნა. ახლა ლარში გადახდა ყველა ბანკში გახდა შესაძლებელი, ნათქვამია პრესრელიზში რომელიც ბანკის მიერ რუსულ მედიას დაეგზავნა. ბანკი ასევე მუშაობს სხვა ვალუტებთან: იუანი, ლირა, ტენგე, დრამი, დინარი.
სხვა ქვეყნებში ფულის გადასარიცხად მეწარმეს სჭირდება უცხოური ვალუტის ანგარიშის გახსნა. ეს შეიძლება გაკეთდეს ონლაინ და უფასოდ.
„გასული წლის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წელთან შედარებით 52%-ით გაიზარდა. ახლა რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ ჩვენ შემოვუშვით ახალი ვალუტა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ტენდენციას“, - განაცხადა „ტოჩკას“ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მიმართულების ხელმძღვანელმა ანა დავიდოვამ.