რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოში ფრენებს 15 ივნისიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Эхо Кавказа ავრცელებს.

ამის შესახებ ინფორმაცია მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში დაუდასტურეს. პირველი რეისები სოჭიდან თბილისში 15 და 20 ივნისს განხორციელდება.

მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის ვებგვერდის თანახმად, 16 ივნისიდან ავიაკომპანია მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი მარშრუტით აპირებს რეისების განხორციელებას. ფრენები საქართველოში კვირაში სამჯერ განხორციელდება.

გამოცემის ცნობით, რუსულ ავიაკომპანია Red Wings-ს ფრენების განხორციელებაზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან ნებართვა 2 ივნისიდან აქვს.