2023 წლის მაისის მონაცემებით, მაისში რუსეთიდან საქართველოში 155 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფულადი გზავნილები წლიურად 50.7%-ით შემცირდა.
2023 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 384.9 მლნ აშშ დოლარი (975.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 23.9%-ით (120.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე (505.708 მლნ აშშ დოლარი)
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მაისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 98.3% მოდიოდა.