2024 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 281.1 მლნ აშშ დოლარი (766.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.5%-ით (4.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.7% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.6% მოდიოდა.
|
ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) |
წილი მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში |
ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი |
სულ |
281.06 |
100.00% |
-1.50% |
ევროკავშირის ქვეყნები |
124.58 |
44.33% |
11.51% |
დანარჩენი ქვეყნები |
156.48 |
55.67% |
-9.92% |
მათ შორის: |
|||
იტალია |
47.33 |
16.84% |
10.14% |
გერმანია |
24.54 |
8.73% |
19.16% |
საბერძნეთი |
22.77 |
8.10% |
5.89% |
ირლანდია |
5.95 |
2.12% |
32.39% |
ესპანეთი |
5.52 |
1.96% |
14.03% |
საფრანგეთი |
5.29 |
1.88% |
20.08% |
პოლონეთი |
2.93 |
1.04% |
9.42% |
კვიპროსი |
1.79 |
0.64% |
2.92% |
ნიდერლანდები |
1.54 |
0.55% |
3.27% |
ბელგია |
1.24 |
0.44% |
18.32% |
აშშ |
50.87 |
18.10% |
20.64% |
რუსეთის ფედერაცია |
34.37 |
12.23% |
-44.49% |
ისრაელი |
21.13 |
7.52% |
23.14% |
ყირგიზეთი |
9.45 |
3.36% |
177.68% |
თურქეთი |
9.07 |
3.23% |
6.11% |
ყაზახეთი |
7.6 |
2.70% |
-53.85% |
გაერთიანებული სამეფო |
4.32 |
1.54% |
10.28% |
აზერბაიჯანი |
3.94 |
1.40% |
-11.30% |
კანადა |
2.45 |
0.87% |
0.04% |
არაბთა გაერთიანებული საამიროები |
1.8 |
0.64% |
10.34% |
საუდის არაბეთი |
1.48 |
0.53% |
41.66% |
იორდანია |
1.28 |
0.46% |
-0.92% |
სომხეთი |
1.17 |
0.41% |
-21.36% |
უზბეკეთი |
1.11 |
0.39% |
-9.07% |
2024 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 35.7 მლნ აშშ დოლარი (97.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ოქტომბრის (31.8 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.1%-ით მეტია.