პარასკევს, რუბლი დოლართან და ევროსთან მიმართებაში დაეცა. რუსული მედია ამას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას და კვირის ბოლოს დღეს უკავშირებს.
23 ივნისს, მოსკოვის დროით 19:00 საათზე აშშ დოლარის კურსი 84,7 რუბლი იყო, რაც 65 კაპიკით აღემატებოდა წინა ვაჭრობის დახურვის დონეს. ევრო იმ დროისთვის 92,34 რუბლი ღირდა, რაც 16 კაპიკით გაძვირებული კურსი იყო წინა ვაჭრობასთან შედარებით. ორვალუტიანი კალათის ღირებულება (0,55 დოლარი და 0,45 ევრო) 42,95 კაპიკით გაიზარდა და 88,14 რუბლი შეადგინა. ჩინური იუანი 5,9 კაპიკით გაიზარდა და 11,71 რუბლს შეადგენს.
24 ივნისს Tinkoff Bank-ის აპლიკაციაში ვალუტის კონვერტაციის განაკვეთების მიხედვით რუბლი დოლართან და ევროსთან მიმართება კიდევ უფრო მეტადააა გაუფასურებული. 1 დოლარის ფასი 94,9 რუბლია, 1 ევრო - 101,55 რუბლი ღირს.