ევროტურნირების პირველი ეტაპი დასრულდა და მომდევნო ეტაპზე სამი ქართული გუნდი ითამაშებს. ინფორმაციას მათი შემოსავლის შესახებ „პირველი არხი“ ავრცელებს.
„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველივე ეტაპზე ყაზახურ „ასტანასთან“ დამარცხდა და მხოლოდ 280 ათასი ევრო გამოიმუშავა, მაგრამ ახლა კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე გადაერთვება და ამისათვის დამატებით 350 ათას ევროს მიიღებს.
გორის „დილამ“ და ქუთაისის „ტორპედომ“ პირველი ბარიერი წარმატებით დაძლიეს და ამ რაუნდში მონაწილეობისთვის მისაღებ 150 ათას ევროს, მეორე ეტაპის 350 ათასიც დაემატება, ანუ უკვე გარანტირებულად ბიუჯეტი 500 ათასი ევროთი გაზარდეს.
ყველაზე მცირე შემოსავალი ბათუმის „დინამოს“ ერგო, რომელიც ალბანურ „ტირანასთან“ წაგების შემდეგ ტურნირს გამოეთიშა და 150 ათასი ევროს გარდა, კომპენსაციის სახით 250 ათას ევროს მიიღებს.