რა როლს თამაშობს მოწესრიგებული ბუღალტრული ბაზები ბიზნესის წარმატებაში - ამის შესახებ „გრანთ თორთონ საქართველოს“ BPS მენეჯერმა მაგდა ელისაშვილმა „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.

„ზუსტი და დროული ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისათვის. შესაბამისად ფინანსური მონაცემები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების საფუძველია, ზუსტად და უტყუარად უნდა ასახავდეს კომპანიის საოპერაციო პროცესებს. ამიტომაც, ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა და მათი კონტროლი უნდა ხდებოდეს ყოველდღიურად საგადასახადო კანონმდებლობისა და ფინანსური სტანდარტების შესაბამისად,“- აღნიშნა მაგდა ელისაშვილმა.

მისი თქმით, პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად არის შემთხვევები, როცა კომპანიების საბუღალტრო ჩანაწერები არ შეესაბამება ფაქტობრივ მონაცემებს

„პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როცა კომპანიების საბუღალტრო ჩანაწერები არ შეესაბამება ფაქტობრივ მონაცემებს. ეს გამოწვეულია გარკვეული ხარვეზებით სააღრიცხვო პოლიტიკაში, აღრიცხვის წარმოებასა და დაკავშირებულ მხარეებს შორის კომუნიკაციაში.  მიზეზები რაც იწვევენ ამ რისკ-ფაქტორებს არის ის, რომ აღრიცხვის წარმოება არის შენელებული და შესაძლოა ვერ მოხდეს მიმდინარე პერიოდთან ერთად დაწევა პროცესებზე, რაც რეალურად ხდება კომპანიაში, ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია ინფორმაციული ასიმეტრია, რაც შეიძლება მოხდეს ჩართულ მხარეებს შორის, როდესაც კომუნიკაცია არაა შესაბამისი. ასევე ნებისმიერი ოპერაციის კლასიფიცირება შეიძლება მოხდეს არასწორად და ერთი ოპერაციის არასწორად აღრიცხვა იწვევს სხვა ფინანსური შედეგის მიღებას.

აღნიშნული რისკ-ფაქტორები ზოგიერთ შემთხვევაში განაპირობებენ ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ შემდეგ საფრთხეებს

  • არასწორი ფინანსური მონაცემები და შესაბამისად, არაეფექტური გადაწყვეტილებების მიღება;
  • ყოველთვიურ საგადასახადო დეკლარაციაში ფაქტობრივი მონაცემებისგან განსხვავებული მონაცემების წარდგენა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმები;
  • ფინანსურ სტანდარტებთან შეუსაბამო ფინანსური ანგარიშგების წარდგენა და/ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადების დარღვევა.

სწორედ ამიტომ ჩვენ ვურჩევთ კომპანიებს, რომ დროულად მიიღონ ზომები ამ პროცესების აღდგენისა თუ დალაგების კუთხით,“- განაცხადა მაგდა ელისაშვილმა.

მაგდა ელისაშვილის თქმით, პროცესების მოსაწესრიგებლად კომპანიებს აქვთ ორი არჩევანი, შიდა და გარე რესურსი. ერთი არჩევანია, პროცესების წარმართვა შიდა რესურსებით რაც გულისხმობს იმას, რომ საკუთარი აღრიცხვის სპეციალისტები გამოიყენონ, თუმცა ეს არ გამორიცხავს რისკებს, რადგან აღრიცხვა თავდაპირველადაც ამავე სპეციალისტების მიერ ხდებოდა  და ამავდროულად ისინი პარალელურად მიმდინარე სააღრიცხვო პროცესებშიც ფერხდებიან. 

მეორე არჩევანია, რომ კომპანიებმა მიმართონ ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიებს, მათ შორის „გრანთ თორთონს“, რომელთაც ექსპერტული ცოდნა აქვთ

„მოცემული საფრთხეების თავიდან ასარიდებლად გრანთ თორნთონის ექსპერტები მზად არიან  გასწიონ ბიზნეს პროცესების დიაგნოსტიკისა და საბუღალტრო მონაცემების (ბაზების) აღდგენის მომსახურება. ბიზნეს ოპერაციების დიაგნოსტიკისა და აღდგენის სერვისი კომპანიებს საშუალებას აძლევს უზრუნველყონ პირველადი დოკუმენტაციის ნამდვილობა, სისრულის დადგენა, ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი დოკუმენტაციის სრულყოფა. შემდგომ ეტაპზე, დგინდება საბუღალტრო ბაზის შესაბამისობა პირველად დოკუმენტაციასთან, კორექტირებების შეტანა, საგადასახადო დეკლარაციების შემოწმება და დაზუსტებული დეკლარაციების წარდგენა.

დამუშავებული და კორექტირებული მონაცემების საფუძველზე, შესაძლებელი ხდება, საერთაშორისო ფინანსურ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების მომზადება, რომელიც კომპანიის მენეჯმენტს აძლევს სრულყოფილ და ზუსტ სურათს საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ასევე, პირველადი დოკუმენტაციის სრულყოფისა და შესწავლის საფუძველზე, შესაძლებელი ხდება არსებული საგადასახადო რისკების მაქსიმალურად შემცირება. გარდა აღნიშნულისა, საბუღალტრო ბაზის აღდგენისა და ბიზნეს პროცესების დიაგნოსტიკის მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ დამატებითი ფინანსების მოძიება და სურთ კომპანიის შესახებ უკეთესი სურათის მიწოდება ფინანსური ინსტიტუტებისთვის სესხის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე,“ - განაცხადა მაგდა ელისაშვილმა.

მაგდა ელისაშვილის თქმით, მომართვიანობა საკმაოდ გახშირდა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოების მხრიდან, რასაც ხელი შეუწყო სახელმწიფოს მოთხოვნამ ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით.

გრანთ თორთონ საქართველოს“ BPS მენეჯერი კომპანიებს, ურჩევს რომ ბუღალტრული აღრიცხვისა და ბაზის მოწესრიგებისთვის მთელი წლის განმავლობაში იზრუნონ და არა კონკრეტულად ანგარიშგების წარდგენის წინა პერიოდში.

„ბუღალტრული აღრიცხა და ბაზის მოწესრიგება არ არის არჩევანი კომპანიისთვის, ეს არის ვალდებულება პირველ რიგში საკუთარი კომპანიის და მმართველ რგოლის მიმართ, ვინაიდან სახელმწიფო კომპანიას აკონტროლებს წლის მანძილზე და წლიურ ფინანსურ შედეგს აფასებს, ხოლო მმართველ რგოლს ეს ესაჭიროება ყოველდღიურად, ყოველთვიურად და ყოველკვარტალურად, რომ მომავალი დაიგეგმოს.

მაგდა ელისაშვილის თქმით, კომპანიის მიერ ბუღალტრული ოპერაციების სამართლიანად აღრიცხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ზრდის სანდოობის დონეს და ქმნის ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების საფუძველს. შეჯამების სახით კი  ჩამოთვალა ის ღირებულებები, რასაც  საწარმოებისთვის აღნიშნული სერვისებით სარგებლობა ქმნის, ესენია:

  • ანგარიში ეფექტური სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ საქმიანობის კონკრეტულ სფეროში საერთაშორისო ფინანსური სტანდარტებისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ფაქტობრივ მონაცემებთან და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისი საბუღალტრო ბაზა;
  • საგადასახადო დეკლარაციების დაზუსტება და მათ შესაბამისობა საერთაშორისო და ადგილობრივ საგადასახადო კანონმდებლობასთან;
  • ინვესტორებისა და ფინანსური ინსტიტუტებისათვის სრულყოფილი და სამართლიანი ინფორმაციის წარდგენის შესაძლებლობა.